top of page
ნინო გოქაძე

ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო უნიკალური, სასწაულმოქმედი ნაკრების რეცეპტი დეკა


ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო უნიკალური, სასწაულმოქმედი ნაკრების რეცეპტი დეკანოზ სერაფიმე დანელიასგან რეცეპტი დეკანოზ სერაფიმე დანელიას რუსეთში მოღვაწე არქიმანდრიტმა გიორგიმ გადასცა. აი, ეს საოცარი ნაკრები: 1. სალბი-35 გრ 2. ჭინჭარი-25 გრ 3. ასკილი-20 გრ 4. ნეგო-20 გრ 5. დათვის კენკრა- 20 გრ 6. ორკბილა-20 გრ 7. აბზინდა(მწარე)-15 გრ 8. ფარსმანდუკი-10 გრ 9. გვირილა-10 გრ 10. ოქროსცოცხა-10 გრ 11. ბეგქონდარა-10 გრ 12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ 13. არაყის ხის კვირტები-10 გრ 14. წყლის სამყურა-10 გრ 15. ბერულა-10 გრ 16. შავბალახა-10 გრ ნაკრები კარგად დავაქუცმაცოთ და ავურიოთ. შემდეგ ავიღოთ 6 სუფრის კოვზი ნაკრები (დაახლოებით 26 გრ) და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (95 გრადუსზე, ისე რომ არ ადუღდეს!!!) ზუსტად 3 სთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი 1 სუფრის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 ს.კ.) დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა დასვენება 10-12 დღე და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში სანამ არ გათავდება. მაცივარში ინახება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამოდენიმე წვეთი.” უცვლელად გთავაზობთ თავად მამა სერაფიმეს სტატიას, რომელიც ჟურნალ ,,ჭყონდიდელში” დაიბეჭდა: ,,2003 წლის გაზაფხულს, რუსეთის სიწმინდეების მოლოცვისას, ქალაქ კრასნოდარში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. იქ მოღვაწეობდა იმ მხარეში ცნობილი მღვდელმონაზონი გიორგი. ერისკაცობაში პროფესიით ექიმი, მონაზვნობაში ხალხური მედიცინით დაინტერესებულა. წლების მანძილზე მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოუღია.მამა გიორგიმ კლასიკური, ხალხური და მონასტრული მედიცინის განსაკუთრებული ერთიანობით საოცარი ეფექტი მიიღო სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობაში. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურხევაზე მისულებს დაგვხვდა. მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო, მოგვიკითხა და როცა შეწუხებულმა მეუღლის ავადმყოფობაზე მოვუყევი, დამამშვიდა, თან რეცეპტების კრებული გამოგვატანა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩვენ და ჩვენმა ბევრმა ახლობელმა თექვსმეტი ბალახის ბალახის რეცეპტით დავიწყეთ მკურნალობა. მოხდა სასწაული, ყველა ვინც გულმოდგინედ ასრულებდა მკურნალობის დადგენილი კურსს და ამავდროულად ლოცულობდა და ეზიარებოდა – უფალის წყალობით განიკურნა. უამრავი ადამიანის თხოვნის გამო, გადავწყვიტეთ დავბეჭდოთ მამა გიორგის მიერ მოცემული თექვსმეტი ბალახის რეცეპტი, რომლის ეფექტურობამაც უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია უფლის უსაზღვრო მოწყალებაზე.”

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
bottom of page