კისრის მარილების დაშლის უმარტივესი მეთოდი
კისრის მარილების დაშლის უმარტივესი მეთოდი კისრის არეში მარილების დაგროვება იწვევს ხერხემლის ოსტეოქონდროზს. და არა მარტო მას... იმის გამო, რომ კისერი ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, მის არეში დარღვევები მთელ ორგანიზმს უქმნის სერიოზულ პრობლემებს. კისერთან იყრის თავს უამრავი ძარღვი და ნერვი, რომლებიც სახის, თავის ქალისა და ყელის ქსოვილებს კვებავენ. გარდა ამისა, ნერვების დაბოლოებებზე დაწოლა იწვევს თავის ტკივილებს, კიდურების დაუძლურებას, კუნთების სისუსტეს, ადვილად დაღლას და სხვა პრობლემებს. კისრის არეში მარილების დასაშლელი რეცეპტი მარტივია: დაგჭირდებათ: კარტოფილი; თაფლი; ფიჭვის ზეთი; მოამზადეთ კომპრესი: წვრილ სახეხზე გახეხეთ უმი კარტოფილი და შეურიეთ თაფლს პროპორციებით 1:1-ზე. მომზადებული კისრისა და მხრების არეში დაიდეთ, ზემოდან დაიფინეთ კომპრესის ქაღალდი, დაითბუნეთ და დაიფიქსირეთ სახვევით. კომპრესი გაიჩერეთ 2 საათი. როცა ჩამოიშორებთ, გაიმშრალეთ სველი, თბილი ხელსახოცით და წაისვით ფიჭვის ზეთი. მკურნალობის კურსი - 7-10 პროცედურა.