top of page
ნინო

ხალხური საშუალებები გრიპისა და გაციების წინააღმდეგ


ხალხური საშუალებები გრიპისა და გაციების წინააღმდეგ დადგა წელიწადის ის დრო, როცა გაციებისა და გრიპით დასნებოვნების რისკი იზრდება. მართალია, გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში, პირველ რიგში, ექიმს უნდა მიმართოთ, მაგრამ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ ხალხური მეთოდებიც: ასკილის ნაყენი - ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სადილის კოვზი 1 ლიტრ ცივ წყალში ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ მარლაში. დალიეთ ყოველ 2-3 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბასთან ერთად. სასურველია ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, თან დოზა ნელ-ნელა შეამცირეთ. ცაცხვი და ძახველი - მოამზადეთ ნარევი: ცაცხვის ყვავილი 1 წილი, ძახველის ნაყოფი 1 წილი. ნარევის 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 5-10 წუთით, გაფილტრეთ, დალიეთ ცხელი ღამით 1-2 ჭიქა. ჟოლო ჩვეულებრივი - გამოიყენება როგორც სხვა სამკურნალო ბალახებთან, ასევე დამოუკიდებლად. შაქრიანი ჟოლოს წვენი კარგია მაღალი სიცხის დროს. გამხმარი ნაყოფის ნაყენი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. ცხელი ნაყენი თითო ჭიქაში დღეში 2-ჯერ მიირთვით. ჟოლო თაფლით - 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი ჟოლო, 1 სადილის კოვზი მოცხარი აურიეთ, დაასხით 100 მლ მდუღარე, დააყოვნეთ 15 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში 1-2 ჭიქა ჭამის წინ. დინდგელი (პროპოლისი) - 2 მარცვალი მუხუდოს ზომის დინდგელის ნაჭერი მუდმივად გედოთ პირში და ღეჭეთ. შეგიძლიათ ამ მიზნით დინდგელის სპირტხსნარით გაჟღენთილი შაქრის ნატეხიც გამოიყენოთ. სოჭის ზეთი - გრიპის, ზემო სასუნთქი გზების კატარის, ფილტვების ანთების, ბრონქიტისა და სხვა დაავადებების დროს (განსაკუთრებით ბავშვებში), სოჭის ზეთს იყენებენ ინჰალაციისა და დაზელვისათვის. ავადმყოფს სოჭის ზეთით უზელენ კისერს, ზურგს, მკერდს, უკეთებენ ფეხისგულების მასაჟს 4-5-ჯერ ყოველი 5-6 საათის განმავლობაში რამდენიმე დღის განმავლობაში. ყოველი მასაჟის შემდეგ ავადმყოფს ფეხზე შალის წინდები ჩააცვით და თბილი საბანი დაახურეთ, თან ოფლმდენი ბალახოვანი საშუალებები მიეცით. ინჰალაციისთვის მომინანქრებულ ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ 3-4 წვეთი სოჭის ზეთი და ორთქლი ავადმყოფს ასუნთქებინეთ. სურდოს შემთხვევაში შეგიძლიათ თითო წვეთი ზეთი ნესტოებშიც ჩააწვეთოთ. სოჭის ზეთი ასევე კარგია ძლიერი ხველების დროს. სუფთა ზეთი პიპეტის საშუალებით 3-5 წვეთი დააწვეთეთ ენის ძირზე დილას და საღამოს.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
bottom of page