top of page
ნინო

აბზინდა         Artemisia absinthium


აბზინდა Artemisia absinthium

თუშ. კატათკუდა; ფშ. აბზინთა; ხევს. აბზინტა; ზმ. რაჭ. სიმჭლის ბალახი; მოხევ. ყარტიმყრალაჲ; საბა აფსინდი; მეგრ. აბზინდე.

აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 1 მ-ს აღწევს და მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო შეფერილობა აქვს. აბზინდართულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. ახასიათებს ძლიერი სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ღერო სწორმდგომია და ზედა ნაწილში დატოტვილი.ფესურა მოკლეა, დატოტვილი და ფესვით ბოლოვდება. ფესვთან განლაგებული ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები–რჯერფრთისებრგანკვეთილი, ხოლო ზედა ფოთლები ფრთისებრია. წვრილი, ყვითელი ყვავილები 2,5-3,5 მმ. დიამეტრის ბურთისებრ კალათებს ქმნიან,რომლებიც თავის მხრივ საგველა ყვავილედებს ქმნის.

ყვავილობს ივლის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მცენარე კარგად უძლებს ამინდის ცვლილებას.

აბზინდა გავხვდება სვანეთში, სამეგრელოში, ქართლში, მთიულეთში, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.

იზრდება გზის კიდეებზე, საძოვრებზე, მშრალ მთიან ადგილებში. სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ ფოთლებს და ყვავილიან კენწეროებს (ბალახს).აბზინდას დამზადება ორ ეტაპად ხდება. ფესვთან განლაგებულ ფოთლებს ყუნწების გარეშე ყვავილობამდე აგროვებენ. კენწეროებს ყვავილობის დროს კრეფენ – 20-25 სმ. სიგრძისყლორტებს. დაგვიანების შემთხვევაში ყვავილები ყვითელ ფერს კარგავს და მუქდება. მცენარეს სწრაფად აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან საშრობში 40-50 C ტემპერატურაზე.ნედლეულს ორი წლის განმავლობაში ინახავენ მკვრივ ტომრებში ან ხის ჭურჭელში.

აბზინდა შეიცავს ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ფლავონებს,მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას და კაროტინს.

აბზინდას პრეპარტები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას აძლიერებენ საჭმლისმომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.

აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭრის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს.აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან

აბზინდას ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია ძარღვებს დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმის დაანთების დროს. ხალხურ მედიცინაში აბზინდას იყენებენ ჭიების დასაყრელად; მის ნაყენს ხმარობენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს ბრონქეალური ასთმის,ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭივანი დაავადების სამკურნალოდ და უძილობისას. ნიკრისის ქარის და რევმატიზმებისას იყენებენ აბაზაბებში.

მისმა არასწორმა და ზედმეტი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ჰალუცინაცია, პირისღებინება და ჭკუაზე შეშლაც კი.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
bottom of page