top of page

ამონარიდი კარაბადინიდან ფსორიაზის მკურნალობა ხალხური მეთოდებით

ნინო

ამონარიდი კარაბადინიდან ფსორიაზის მკურნალობა ხალხური მეთოდებით "მრავალი წელია, მაქვს კანის დაავადება - ფსორიაზი, რომელიც პერიოდულად მიმწვავდება. უამრავი გზა მოვსინჯე, მაგრამ ამ დაავადებისგან განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ალბათ, თქვენი ჟურნალის მკითხველებს შორისაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. მინდა, სწორედ მათ ვურჩიო ეს საშუალება, რომელიც მე მდგომარეობას საგრძნობლად მიმსუბუქებს", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი და რეცეპტს გვიზიარებს: აიღეთ კალანხოეს წვენი - 10 გრამი, ევკალიპტის ზეთი - 30 გრამი და თაფლი - 10 გრამი, ჩაასხით მინის ჭურჭელში და კარგად აურიეთ. დადგით ბნელ და გრილ ადგილას 3 დღით. შეიზილეთ დაზიანებულ კანზე. კიდევ ერთი მკითხველი აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული მედიკამენტებით მკურნალობის პარალელურად კარგი იქნება, შედეგი მცენარეებით გავიმყაროთ - ამ შემთხვევაში მას გაცილებით მეტხანს შევინარჩუნებთ: 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 3 ულუფად. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა. ასეთი კურსის ჩატარება სასურველია წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა დროსაც, თუ დაავადებას გამწვავება შეატყვეთ. ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ ქაცვის ზეთს. ყოველდღე უნდა სვათ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი. აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ. ეს ნაყენი წმენდს სისხლს და დაავადება უკან იხევს. 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 30 წუთით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და 200 მლ-მდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. არსებობს ფსორიაზის მკურნალობის სხვა ხალხური მეთოდიც, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს თავდაპირველად მოამზადეთ არყის მალამო: შემოდგომაზე მოგროვებული არყის ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში და გაახმეთ ჩრდილში. მოჭიქული, მინის ან თიხის ჭურჭლის ფსკერზე 1 სმ-ის სისქეზე წაუსვით სამედიცინო სოლიდოლი, ზემოდან ამავე სისქეზე დააფინეთ დაქუცმაცებული არყის ფოთოლი, შემდეგ - ისევ სოლიდოლი, ისევ არყის ფოთოლი და ა.შ. ჭურჭელს ძალიან მჭიდროდ დაახურეთ თავსახური (შეგიძლით, ცომიც კი შემოაკრათ, ჰაერი რომ არსაიდან შევიდეს), შედგით ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი დღე აცხვეთ ასეთ რეჟიმში: 2 საათი თბება, 1 საათი აცივებთ. შემდეგ გაფილტრეთ, ნარჩენი ბალახი კი კარგად გამოწურეთ. ამის შემდეგ აიღეთ 5-6 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი საბავშვო კრემი, 2 ჩაის ჭიქა არყის მალამო, გულდასმით აურიეთ ერთმანეთში და მკურნალობის პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ თხლად ისვით კანზე. კარგად შეიზილეთ. ამის შემდეგ იწყება მკურნალობის მეორე საფეხური: 30-40 დღის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 30-40 წვეთი არალიის ნაყენი გაცივებულ ანადუღარ წყალთან ერთად. ნაყენი ასე მზადდება: ვიღებთ 20 გრამ არალიის დაქუცმაცებულ ფესვს, ვასხამთ 100 მლ 70%-იან სპირტს, 2 კვირით ვტოვებთ ბნელ ჭურჭელში. შემდეგ ვფილტრავთ და ბნელ, ცივ ადგილას ვინახავთ. ეს ნაყენი უნდა მივიღოთ ზუსტი დოზირებით, რადგან ოდნავ ტოქსიკურია. თუ კანი აგექავათ და ქერქოვანი კერები გაგიჩნდათ, სამკურნალო მალამოს შეზელამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და კარგად გაიმშრალეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ. ქერქოვანი კერები თანდათან გაქრება და ქავილი გაივლის. თუ დაზიანებული კანი მუქ ლურჯ ფერს მიიღებს, წაისვით შემდეგი მალამო: აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 5-6 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 1 ჩაის ჭიქა არყის მალამო. ნარევი ერთგვაროვანი უნდა იყოს. მას, პირველის მსგავსად, მკურნალობის ბოლომდე ისვამენ. ამ დროს არალიის ნაყენის მიღება უნდა შეწყვიტოთ. ორკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყეთ ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება: 150-200 გ ელეუტეროკოკის დაქუცმაცებული ძირი დააყენეთ 1 ლ 40%-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. ხშირად შეანჯღრიეთ. ნაყენი შეინახეთ სიბნელეში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, პირველი 10 დღის განმავლობაში - ნახევარი, შემდეგ - 1 ჩაის კოვზი. კურსი ორ კვირას გრძელდება.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

გამოიწერეთ სიახლეები

© 2016 იყავი ჯანმრთელი, ფიტოთერაპია. 
ყველა უფლება დაცულია
.

bottom of page