განდევნეთ სიმსივნე - ხალხური რეცეპტები მიომის, ფიბრომიომისა და მასტოპათიის სამკურნალოდ
განდევნეთ სიმსივნე - ხალხური რეცეპტები მიომის, ფიბრომიომისა და მასტოპათიის სამკურნალოდ სიმსივნის განკურნებისა თუ მასთან ბრძოლის უამრავ რჩევას ვაწყდებით ყოვედღიურად, მაგრამ ფაქტია - დაავადებულთა რიცხი არ იკლებს. გთავაზობთ მიომის, ფიბრომიომისა და მასტოპათიის სამკურნალო ეფექტურ რეცეპტებს. რეცეპტი 1 3 სუფრის კოვზი სიმინდის ულვაში, მწიკვი კრაზანა, დაუმატეთ ჭიქა წყალი და ადუღეთ 15 წუთს. გააჩერეთ 1 საათს, გაწურეთ, შეავსეთ ჭიქა ბოლომდე. დალიეთ დღეში 4-ჯერ, თითო ყლუპი. დალიეთ ერთი კვირის განმავლობაში, მომდევნო ერთი კვირა კი შეისვენეთ. კურსი - 2-3 თვე. რეცეპტი 2. აიღეთ გვირილა, ორ ნაწილად, კრაზანა, შავბალახა, გულყვითელას ყვავილები, ხეჭრელის ქერქი. ასევე მარწყვის 5 ფოთოლი, 1 ნაწილი - ათასფურცელა და ჭინჭარი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, დაასხით 400 გ ცხელი წყალი, ადუღეთ 1 წუთს, გააჩერეთ 20 წუთს, შეფუთული. დალიეთ 100 გ დილით და საღამოს ჭამის შემდეგ. კურსი - 2 თვე. გამორიცხეთ მენსტრუაციის დღეები. რეცეპტი 3 ჭაობის პოტენტილას ნაყენი - 10 გრ ნედლეულს, დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, შეფუთეთ, გააჩერეთ 2 საათს და გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 2 სუფრის კოვზი, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. რეცეპტი 4 მოჭერით ცხენისწაბლას ყვავილი, მოაცალეთ ღერო, ყვავილები კი გაახმეთ. 1 სუფრის კოვზ ყვავილს, დაასხით ჭიქა წყალი და ადუღებამდე მიიყვანეთ. გააჩერეთ 8 საათს. დალიეთ ყლუპებით, დღის განმავლობაში დალიეთ 1 ლ. დაუშვებელია დოზის გადაჭარბება, რაც გამოიწვევს კრუნჩხვებს.