ხალხური მეთოდები ბუასილის სამკურნალოდ
ხალხური მეთოდები ბუასილის სამკურნალოდ ბუასილი - ეს არის კვანძების პატოლოგიური გადიდება, რომელსაც ხშირად თან ახლავს ტკივილი, წვა, სისხლდენა, ანალური არხიდან გამოვარდნა, ანთებითი პროცესი და ა.შ. ეს დაავადება მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: არასწორი კვება, ყაბზობა, ორსულობა, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით გამოყენება, მჯდომარე ცხოვრების წესი , მემკვიდრეობითი ფაქტორი და ა.შ. კარგი იქნება თუ მცირე უსიამოვნო შეგრძნებისთანავე მიმართავთ ექიმს ან ხალხური რეცეპტებით სახლის პირობებში მკურნალობას მიმართავთ. სწორედ ამიტომ დღეს რამდენიმე მარტივ რჩევას გთავაზობთ იმისათვის, რომ გაღიზიანებული ბუასილის არაკომფორტული გამოვლინებები შეამციროთ. გვირილა 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი , გააჩერეთ 1 სთ.გადაწურეთ და დაიდეთ საფენები ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება. ჭინჭარი 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. გადაწურეთ და 1/2 ჭიქის ოდენობით დღეში 2-ჯერ მიიღეთ. ყინული ზამთრის პერიოდში შეგიძლიათ უბრლოდ გრილი წყლის აბაზანები გაიკეთოთ, ეფექტური საშუალებაა ასევე ყინულის ”სანთლები”. პარალელურ რეჟიმში აუცილებელია დაიცვათ ერთგვარი დიეტა, რაც გულისხმობს ცხარე, ტკბილი, შემწვარი, შებოლილი საკვების, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ამოღებას რაციონიდან, ამასთანავე აუცილებელია დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი წყლის მიღება და ისეთი საკვების ჩართვა რაციონში, რომელიც ხელს უწყობს და აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.