ნინო
კუჭის წყლულის გამწვავების დროს ფარსმანდუკის ნაყენი მოგიხდებათ (კარაბადინის რეცეპტი)
კუჭის წყლულის გამწვავების დროს ფარსმანდუკის ნაყენი მოგიხდებათ (კარაბადინის რეცეპტი) რამდენიმე წლის წინ კუჭის წყლულის დიაგნოზი დამისვეს. ვცდილობ, დავიცვა დიეტა, მივიღო ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც, მაგრამ უარს არც ბუნებრივ, მცენარეულ საშუალებებზე ვამბობ. ბევრი რამ ვსინჯე. ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ფარსმანდუკის ნაყენი აღმოჩნდა: აიღეთ მწიკვი ფარსმანდუკის გამხმარი, დაფქული ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, როცა გაცივდება, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.