top of page

ამონარიდი კარაბადინიდან ფისტულისა და ოსტეომიელიტის სამკურნალო შინაური რეცეპტი

  • გიორგი
  • Aug 27, 2016
  • 1 min read

ამონარიდი კარაბადინიდან ფისტულისა და ოსტეომიელიტის სამკურნალო შინაური რეცეპტი ჩემი ერთი მეგობარი რვა წელი იტანჯებოდა ფეხზე ფისტულით. საავადმყოფოში რეგულარულად წმენდდნენ ჩირქისგან, უტარებდნენ ფიზიოპროცედურებს, მაგრამ ფისტულა მაინც ჩნდებოდა. ერთხელ ვიღაცამ კოწახურის ფესვის ნაყენი ურჩია. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ფისტულამ პირი შეიკრა და დაიხურა. კოწახურის ფესვი ოქტომბრიდან მარტამდე უნდა დამზადდეს. ამოთხრილი ფესვი გაწმინდეთ, გარეცხეთ და დაჭერით. გააშრეთ, ჩაყარეთ მშრალ მინის ქილაში და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ. წამლის მოსამზადებლად 100 გრამ წვრილად დაჭრილ ან დაფქულ ფესვს ყრიან მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ლიტრ წყალს და, თავდახურულს, 20 წუთის განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. მერე 6 საათით ოთახის ტემპერატურაზე დგამენ და წურავენ. ნახარში უნდა შეინახოთ მაცივარში. მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 3 თვის განმავლობაში. ერთთვიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ამ წამლის გამოყენება შეიძლება ოსტეომიელიტის დროსაც. ოსტეომიელიტის და ფისტულის სწრაფად მოსარჩენად აიღეთ თანაბარი ოდენობის ღორის მუცლის გადამდნარი ქონი და ცხენის ბარძაყის ძვლის ტვინი, აურიეთ ერთმანეთში, გადაწურეთ და ამ ნარევით გაჟღენთილი სახვევი მტკივან ადგილზე დაიდეთ

 
 
 

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

გამოიწერეთ სიახლეები

© 2016 იყავი ჯანმრთელი, ფიტოთერაპია. 
ყველა უფლება დაცულია
.

bottom of page