top of page
ნინო

ნიკრისის ქარი


ნიკრისის ქარი ნიკრისის ქარი (პოდაგრა) სახსრების დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია უეცარი შეტევა, ძლიერი ტკივილი (უმეტესად ფეხის ცერისა). ქრონიკული დაავადება ხელს უწყობს სახსრების დეფორმირებას. ნიკრისის ქარს იწვევს: ნივთიერებათა ცვლა, შარდმჟავას გამხსნელი ფერმენტების არარსებობა, ხოლო გაუხსნელი შარდმჟავას მარილები მიკროკრისტალებად ლაგდება სახსრებსა და თირკმლებში. შარდმჟავას ცვლა შეიძლება დაირღვეს გასუქების, დიაბეტისა და თირკმლების დაავადების დროს. უპირველეს ყოვლისა, მკურნალობა უნდა დაიწყოთ შარდმჟავას მარილების ნაერთების შემცირებით – რევმატოლოგების მიერ სპეციალურად შერჩეული თერაპია ხელს უშლის მათ წარმოქმნას და გამოდევნის ორგანიზმიდან. ნიკრისის ქარის დროს რეკომენდებულია ანთებსაწინააღმდეგო, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ბალახების ნახარში. სასარგებლოა გვირილის (აფთიაქის), ცაცხვის, შავი დიდგულას და კრაზანას ნაერთის ნახარში. პირველ რიგში, უნდა შეამციროთ ნუკლეინის მჟავას შემცველი პროდუქტების მიღება. ასეთებია: სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელი, გული), ბულიონი, შებოლილი ხორცი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, კვერცხი, ყავა, შოკოლადი, ყურძენი, მარილიანი, ცხარე და მწარე საკვები. უპირატესობა მიანიჭეთ რძის პროდუქტს, პურს, ყველს, კარტოფილს, ბურღულეულს.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
bottom of page