top of page
ნინო

ცაცხვით მკურნალობა


ცაცხვით მკურნალობა ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც კონცენტრირებულია მის ყვავილებსა და ფოთლებში. ყვავილები შეიცავენ პოლიფენოლების (ფლავონოიდებს), ლორწოვან ნივთიერებებს და მცირე რაოდენობით – ეთეროვან ზეთს, არომატულ მჟავებსა და ტანინს. ხალხური მედიცინით – ცაცხვის ყვავილის ჩაი რეკომენდებულია როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო საშუალება, ნახარში ასუფთავებს ფილტვებს ნახველისაგან. ცაცხვის ქერქითა და ყვავილედით დამზადებულ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და გამწმენდი თვისება. იყენებენ ანთებითი დაავადებებისა და ანგინის დროს პირში გამოსავლებად, გრიპისა და გაცივების დროს. ცაცხვის ყვავილის ნახარში ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ხსნის სპაზმებს, გამოიყენება როგორც მეტეორიზმის, ისე დიარეის დროს: 4 ს/კ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ. სვით 1/2 ჩ/ჭ თბილი ნახარში 2-3-ჯერ დღეში. ჰომეოპათები ცაცხვის ყვავილის ნახარშს უნიშნავენ ცენტრალური ნერვული სისტემისა და შაკიკის დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას: 1 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წუთი, გაწურეთ და სვით 100-150 მლ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში. დღის განმავლობაში, დაზიანებული კანი რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს ყვავილედის ნახარშით. ცაცხვის ხის დაფქული ქერქი ან მისი ექსტრაქტი წმენდს ორგანიზმს, ღვიძლის უკმარისობისა და ნაღვლის ბუშტის კენჭების დროს ასტიმულირებს სეკრეციას და ნაღვლის გამოყოფას.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
bottom of page