top of page
ნინო

ხველის სამკურნალო ხალხური რეცეპტები


ხველის სამკურნალო ხალხური რეცეპტები ხველებას ბევრი მიზეზი იწვევს, პირველ რიგში – გაცივება და ალერგიული დაავადებები. მაგრამ ზოგჯერ შეტევითი ცხელების პროვოცირებას ახდენს ძლიერი სტრესი ან აღელვება. ჩვენი წინაპრები ხველებას შველოდნენ სხვადასხვა ბალახითა და მცენარის ნაყოფით. ევკალიპტის ეთეროვანი ზეთი ამშვიდებს ყელს, წმენდს მას ლორწოსგან, შველის თავის ტკივილსაც, რომელიც ხველებას თან სდევს. ინჰალაციისთვის – ცხელ წყალს დაამატეთ ევკალიპტის ზეთის რამდენიმე წვეთი. ისუნთქეთ და შვებას იგრძნობთ. ვირისტერფას ნაყენს აქვს ამოსახველებელი ეფექტი და შველის ყელის ტკივილს: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, გააჩერეთ 15 წუთი და მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ. შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ბოლოკისა და სტაფილოს წვენი და რძე და მიიღეთ თითო ს/კ 6-ჯერ დღეში. შავი ბოლოკი ამოღრუტნეთ, ჩაასხით შიგ თაფლი და კუდით მოათავსეთ წყლიან ჭიქაში. გამოყოფილი წვენი (თითო ჩ/კ დღეში 4-6-ჯერ) დალიეთ. შემდეგ ხელახლა ჩაასხით თაფლი. სურო იოდის, საპონინებისა და გლიკოზიდების წყალობით არა მარტო საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა, არამედ ხელს უშლის ხველების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. ყურძენი არა მარტო გემრიელია, არამედ სასარგებლოც. 1 ჭიქა ყურძნის წვენს დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და დალიეთ. წვენი გამოდევნის ორგანიზმიდან ნახველს. 50 გ ფიჭვის წიწვი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, დაასხით 200 გ ქაფქაფა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და დალიეთ. C ვიტამინით მდიდარი წიწვის ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა ცივ ამინდში.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
თუ შეგაწუხათ ჭარბმა წონამ და გსურთ რომ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვისა და დიეტების გარეშე მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები, ჩადგეთ ფორმაში , გათავისუფლდეთ დაგროვილი ცხიმებისაგან, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიჯანსაღოთ კუჭ–ნაწლავი, გაიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან... გამოიყენეთ სამკურნალო მცენარეების ნაკრები "ორგანიზმის გამწმენდი." – რეცეპტი ასწლოვანი კარაბადინიდან . ამ ნაკრების წყალობით უკვე ძალიან ბევრმა ქალბატონმა სწრაფად და უპრობლემოდ , დიეტებისა და შიმშილის გარეშე საგრძნობლად დაიკლო წონაში !!! <3 (ათასობით დადებითი შეფასება და კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოსა და "პოსტის" ქვემოთ <3 )  უნიკალური სამკურნალო მცენარეების ნაკრები დაგეხმარებათ სწრაფად ჩადგეთ ფორმაში, მოიწესრიგოთ კუჭ–ნაწლავი, გაიძლიეროთ იმუნური სისტემა, გაიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან და სწრაფად დაიკლოთ წონაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
bottom of page