რწმენას საოცრებების მოხდენა შეუძლია – პლაცებოს ეფექტი
რწმენას საოცრებების მოხდენა შეუძლია – პლაცებოს ეფექტი ტერმინი „პლაცებოს ეფექტი“ პირველად შემოიტანა ამერიკელმა ექიმმა, ჰენრი ბიჩერმა 1955 წელს, თუმცა ის ჯერ კიდევ 1700-იან წლებში აღმოაჩინეს. ეს ეფექტი ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის დარგის საკმაოდ იდუმალი მოვლენაა და მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებადაა შესწავლილი, ფართოდა ცნობილია საზოგადოებაში. პლაცებოს ეფექტი – მოვლენაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ეძებს დაავადების განკურნების დამოუკიდებელ გზებს, მოქმედი წამლებს გარეშე, მხოლოდ იმიტატორების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოჯანმრთელება გამოყენებული პრეპარატის ეფექტურობის რწმენის შედეგად მოდის. ბოლო დროს, მედიცინაში პლაცებოს ეფექტის ფართო გამოყენება დაიწყეს. ხანდახან, ექიმები მიზანმიმართულად უნიშნავენ პლაცებოს პაციენტების გარკვეულ წრეს (მაგალითად: იპოქონდრიკებს – საკუთარი ჯანმრთელობით შეშფოთებულ ადამიანებს), ან ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ნერვიულობენ რაღაცაზე და უძილობით დატანჯულ ადამიანებს. რაც ყველაზე საოცარია, ასეთ შემთხვევებში ეს პრეპარატი ყველაზე კარგად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (პლაცებო მოქმედებს ორგანიზმზე მაშინაც კი, როდესაც პაციენტმა იცის, რომ ეს პლაცებოა). ზუსტად ამაში მდგომარეობს ამ პრეპარატის იდუმალება. საინტერესო ფაქტები პლაცებოს ეფექტზე „ტვინს თავად შეუძლია, შექმნას სამოთხე ჯოჯოხეთისგან და ჯოჯოხეთი სამოთხისგან“ – ჯონ მილტონი (ინგლისელი პოეტი და მეაზროვნე). უილიამ ოსლერმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ექიმმა, საუკუნის დასაწყისში, დარწმუნებით განაცხადა, რომ ნებისმიერი სპეციალიზაციის ექიმის წარმატება უმეტესად დამოკიდებულია მის ხასიათსა და ქცევებზე, და ასევე – პაციენტის რწმენაზე პრეპარატის მოქმედებასა და ექიმის ყოვლისშემძლეობაში. განკურნების დაუჯერებელი შემთხვევები შემთხვევა 1. ტვინის ოპერაცია. ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩაატარეს შემოწმება: პარკინსონის დაავადების მქონე პირველ ჯგუფს ჩაუტარეს სპეციალური ნერვიული უჯრედების ტვინში გადანერგვის ოპერაცია. ექსპერიმენტის დანარჩენ მონაწილეებს კი, უბრალოდ შეატყობინეს, რომ ჩაუტარეს ანალოგიური ოპერაცია, თუმცა არანაირი ქირურგიული ჩარევები არ გაუკეთებიათ. ამავდროულად, ატარებდნენ ორმაგ „ბრმა“ კონტროლს, ანუ არც პაციენტებმა და არც საავადმყოფოს პერსონალმა არ იცოდა სინამდვილეში, ვის გადაუნერგეს ახალი უჯრედები. ერთი წლის შემდეგ კი, პაციენტების ორივე ჯგუფში შენიშნეს გამოჯანმრთელების ტენდენცია. შემთხვევა 2. გამაყუჩებელი. 1944 წელს (სამხრეთ იტალიისთვის ბრძოლების დროს), ამერიკელ ექიმს გაუთავდა გამაყუჩებელი, და იმისათვის, რომ დახმარება გაეწია დაჭრილი ჯარისკაცისთვის, მისცა ჩვეულებრივი წყალი საჭირო წამლის სახელწოდებით. გასაოცარია, რომ დაჭრილს შეუმცირდა ტკივილი. შემთხვევა 3. სიმსივნის განკურნება შესაძლებელია. ბოლო მაგალითი არანაკლებ გვაოცებს რწმენის ძალით: მამაკაცს, 61 წლის ასაკში დაუსვეს ყელის სიმსივნის დიაგნოზი. როგორც კი გაიგო თავისი დაავადების შესახებ, დროის მცირე მონაკვეთში, მან 44 კგ დაკარგა, დღითიდღე ურთულდებოდა სუნთქვა და კვება. სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობა 5%-ის ტოლი იყო. დიდი ფიქრის შემდეგ, ექიმებმა გადაწყვიტეს სხივური თერაპიის კურსის ჩატარება, ექიმ კარლ საიმონტონის ხელმძღვანელობით, რომელმაც წინასწარ შეასწავლა პაციენტს თვითდარწმუნების ტექნიკა და ასე დააყენა გამოჯანმრთელების გზაზე. კაცის ამოცანა შემდგომში მდგომარეობდა: ყოველდღე უნდა ეთქვა საკუთარი თავისთვის, რომ სიმსივნის უჯრები გამოჰყავთ ორგანიზმიდან ღვიძლისა და თირკმელების გზით. შედეგი გამაოგნებელი იყო – 2 თვეში მამაკაცმა დაიბრუნა თავდაპირველი წონა, ძალები და რაც ყველაზე მთავარია, სიმსივნის ნიშნებიც გაქრა.